ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა
23-04-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, გეოგრაფიის და ბიოლოგია-ბუნების პედაგოგების ჩართულობით ჩატარდა. ის ეკო გაკვეთილებს, ნახატების გამოფენას და გასვლით ტურს მტირალას ეროვნულ ტყე-პარკში მოიცავდა.
დასკვნითი ღონისძიებაზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, მოსწავლეებმა გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე პრეზენტაციები ჩაატარეს, იყო ფილმის ჩვენებაც. დასასრულს, მოსწავლეების ნორჩმა წარმომადგენლებმა დედამიწის დღეს მუსიკალური ნომერი მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს