ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშნვას შეუერთდნენ.

თარიღთან დაკავშირებით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნაშრომები მოამზადეს, სადაც ძირითადი აქცენტი პლასტმასას მეორეული გადამუშავების მნიშვნელობასა და გარემოსთვის ფოთლების დაწვით მიყენებულ ზიანზე გაამახვილეს. მათ მასწავლებელი მადლენა ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემატური პოსტერები შექმნეს, რომლებზეც დედამიწის დაცვისა და მოფრთხილების შესახებ მოწოდებები დაიტანეს. ისინი აქტივობაში პედაგოგ ირმა ჯღარკავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203