„ბუნება ჩვენი სახლია“​ - ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები
23-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედამიწის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და დედამიწის მოვლის და გაფხილების შესახებ, თემატური პრეზენტაცია მოამზადეს. 

მათ გზავნილები - „ბუნება ჩვენი სახლია“ და „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ გააჟღერეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებს სტუმრად ეროვნური პარკის ადმინისტრაცია ეწვია, ისინი მათ აღნიშნული თარიღის შესახებ ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:

ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203