ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინოწმინდის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
23-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

ამჯერად, მათ დედამიწის დღე აღნიშნეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები დედამიწაზე ზრუნვის კამპანიას შეუერთდნენ და ნინოწმინდის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს, გარემო დაასუფთავეს და დედამიწის დღის შესახებ ისაუბრეს. 

აქტივობის მიზანი მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება იყო.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203