ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ ნაწარმოების პერსონაჟები „აამეტყველა“
23-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლემ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა. მან ჯანი როდარის ტექსტის შესწავლის შემდეგ, მისი პერსონაჟი შვიდივე ბიჭი დახატა და ისინი, ავტორის მთავარი სათქმელის გათვალისწინებით, „აამეტყველა“.
მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, მონდომებით იმუშავა და საინტერესო ნამუშევარი შექმნა, რითაც მასწავლებლის მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს