„გამარჯობა დედამიწა“- ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-3 კლასში შემეცნებითი პროექტი განხორციელდა
23-04-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, ბუნების მასწავლებლის - ნაირა ურუშაძის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. კლასში აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საბავშვო შემეცნებითი პროექტი - „გამარჯობა დედამიწა“ გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, ისინი დედამიწის დღის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203