არწივანის საჯარო სკოლის მეწარმე გოგონები მეორადი და ახალი მასალისგან მრავალფეროვან აქსესუარებს ქმნიან
23-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში შექმნილია მეწარმეთა კლუბი, რომლის ფარგლებში მოსწავლეები მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან. 

სკოლა დიდი სიხარულით გვაცნობს მეწარმე გოგოებს: მე-5 კლასის მოსწავლე ქეთი ბერიძეს და მე-9 კლასის მოსწავლე თამარ შარაშიძეს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კლუბში. 

აღსანიშნავია, რომ კლუბს ხელმძღვანელობენ: ხელოვნების მასწავლებელი ნინო ბერიძე და ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელი ნათელა კახაძე.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში, მოსწავლეები ქმნიან მეორადი და ახალი მასალებისგან მრავალფეროვან აქსესუარებს: ჩანთებს, ყვავილებს და სხვა შთამბეჭდავ ნამუშევრებს. 

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის დღესასწაულისთვის, ქეთი ბერიძემ მეორადი მასალისგან შექმნა მრავალფეროვანი ყვავილები. თამარ შარაშიძემ კი, კომპლექსური დავალება თექაზე მოქარგა, თემა კი - „თავის ტვინის განყოფილებები“, გახლდათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203