დიოკნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე შავაძემ მკლავჭიდში, მუნიციპალურ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა სახის ღონისძიებასა თუ კონკურსში ხშირად ერთვებიან.
ერთ-ერთი ასეთი მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე შავაძეა. ის მკლავჭიდში მუნიციპალურ შეჯიბრში მონაწილეობდა, სადაც სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და წარმატებას მიაღწია.
ალექსანდრე შავაძემ შეჯიბრში პირველი ადგილი არავის დაუთმო.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეს ამ წარმატებას ვულოცავთ“,- სკოლაში მოსწავლის მიღწევით ხარობენ.