ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი და შემეცნებითი აქტივობები
23-04-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

ამჯერად, მესამეკლასელები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. დასაწყისისთვის მოსწავლეებმა რამდენიმე კითხვას უპასუხეს. კერძოდ: რა სმენიათ ან რა ინფორმაციას ფლობენ დედამიწის დღის შესახებ? რატომ დაარსდა ეს დღე და რა ხდება ამ დღეს? როგორ ესმით გამოთქმა - „დედამიწა ჩვენი სახლია“?
 
შემდეგ მათ ვიდეოფილმი - „დედამიწის დღე“ ნახეს. შემდეგ გამოთქვეს მოსაზრებები, როგორც ზოგადად დედამიწის, ასევე დედამიწის დღის შესახებ. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რის განხორციელებას აპირებდნენ ამ დღის აღსანიშნავად.
 
მესამეკლასელებმა სიმღერას - „გამარჯობა დედამიწა“ მოუსმინეს და შემდეგ ერთად შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მათ მწვანე კალენდარს მნიშვნელოვანი დღეები დაამატეს და შესაბამისი ლოგოებით, ნახატებით აღნიშნეს ეს დღეები.

საბოლოო პროდუქტი კი იყო ფლეშმობი -„დედამიწის დღე“ და აქცია - „დავასუფთაოთ დედამიწა“.

სკოლის ეზოში გამართული ფლეშმობის თემა „დედამიწის დღე“ იყო, მასში დაწყებითი კლასების I, II და IV კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შემდეგ კი, მოსწავლეებმა დასუფთავებისათვის საჭირო რესურსი მოიმარჯვეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს აქცია - „დავასუფთაოთ დედამიწა“. 

ფლეშმობზე მოსწავლეებს ესაუბრნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - ნაზიბროლა ბოლქვაძე და ლია ბოლავაძე, ასევე მიწვეული იყო ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი: ნინო შაინიძე, რომელიც მოსწავლეებს გარემოსდაცვით ღონისძიებებზე ესაუბრა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები ბმულზე: 

ვიდეო 
ვიდეო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203