
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
თამაში - „ტვინების ბრძოლა“, მოსწავლეებმა ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და თავიანთი ცოდნა და ინტელექტის დონე გამოავლინეს.
1-ელ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა მე-5 კლასის მოსწავლეებმა: თაკო ფონიავამ, თამარ კუკანიამ და ნუგზარ ბეჭვაიამ.
მე-2 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს მე-7 კლასის მოსწავლეებმა - ნასტია კვაშილავამ, ნინო აშორტიამ, მარიამ ბასილაიამ, მარიამ ქობალიამ, გიორგი გოგიამ და ცოტნე ნაჭყებიამ.
მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი თოდუამ, დავით კვარაცხელიამ და გიორგი ბეჭვაიამ.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს შემდეგ ეტაპეპზეც.
აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: