„დედამიწა ჩემი სახლია“ - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლოზუნგი და საინტერესო ღონისძიება 
23-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედამიწის დღეც საზეიმოდ აღინიშნა და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მოეწყო. 

„დედამიწა ჩემი სახლია“ - ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები და ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ზრუნავდნენ გარემოს დაცვაზე. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა სკოლის ეზო ყვავილების ნერგებით გაალამაზეს, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნახატები და პლაკატებიც შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულს პედაგოგი მანანა ბარამიძე ხელმძღვანელობდა, რგორც პედაგოგი გვიყვება, მათ გერდით იდგა სკოლის დირექცია და დირექტორი გელა ეზიეშვილი 

„დირექტორმა - გელა ეზიეშვილმა, თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ბავშვების ამ ინიციატივაში, მათი დევიზიც ხომ ესაა - „მეტი დარგული მცენარე, რათა დავეხმაროთ დედამიწას!“, - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203