ქარიატის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა
23-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, გამოხატეს პატივისცემა მშობლიური ენის მიმართ.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს თექვსმეტსაუკუნოვან სამწერლობო ენას“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203