სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდნენ
23-04-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწრედ ამ მიზნით, სკოლა დედამიწის დღის აღსანიშნავ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მესამე კლასის მოსწავლეები, ლოზუნგების: „მოვუფრთხილდეთ დედამიწას!“, „ჩვენ ვართ დედამიწის შვილები!“, „გვიყვარს დედამიწა!“, ირგვლივ გაერთიერდნენ და საზოგადოებას დედამიწაზე ზრუნვისკენ მოუწოდეს.
პატარებმა ამ დღის არსი და მნშვნელობა გაიაზრეს და ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშნელოვანია თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში.
ღონისძიებას კლასის დამრიგებლი ლია მეხრიშვილი ხელმძღვანელობდა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს