მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
23-04-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში გამართულ ჭადრაკის ტურნირში.

აღნიშნული ტურნირი ყოფილი პედაგოგის - კლარა ძებისაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, სადაც  სკოლის გუნდმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე გოდერძი გოდერძიშვილი მე-2 ადგილის მფლობელი გახდა. მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ოტიაშვილი კი მე-3 ადგილზე გავიდა.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ბავშვები დაჯილდოვდნენ მედლებით. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203