ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაკავეს
23-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსში მეორე ადგილზე - 77 ქულით სწორედ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის გუნდი, VII-კლასელ ნინი მიქელაძის კაპიტნობით, გავიდა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ელენე ცინარიძე - VII კლასი, ანასტასია ბერიძე - VII კლასი, ანა მიქელაძე - VI კლასი და ნუცა ცეცხლაძე  - VI კლასი. გუნდის სასკოლო კურატორი კი შორენა ბერიძე გახლავთ.

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქობულეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სულხან ნიჟარაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ.

სკოლის დირექცია გუნდის წევრებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203