ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
23-04-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო სკოლის დაწყებით საფეხურზე გამართული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლდათ.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, გამარჯვებულებს - სამახსოვრო პრიზები. 

სკოლა გამარჯვებულებს ამ მიღწევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სასკოლო ცხოვრებაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203