
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო - ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ დედამიწას ზრუნვა სჭირდება და თითოეული ბავშვი თუ ზრდასრული ვალდებულია იზრუნოს მასზე.
მოსწავლეთა მთავარი სლოგანი იყო - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა, დედამიწა ჩვენი სახლია“.
ღონისძიების შემდეგ ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ხეები და ასე გამოხატეს თავიანთი პატივისცემა მზრუნველობა ბუნების მიმართ.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: