თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას ენთუზიაზმით შეუერთდნენ
23-04-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში,  22 აპრილს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ამ დღესასწაულის დაარსების შესახებ. მათ, ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდნენ დედამიწას და შეინარჩუნონ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო.

სწორედ ამ მიზნით მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაელამაზებინათ საკუთარი სკოლის ეზო და მასწავლებლებთან ერთად ყვავილებითა და ნარგავებით გაამწვანეს სკოლის შემოგარენი.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გააკეთეს ელექტრონული ქვიზი სათაურით - „ბედნიერი დედამიწა“, გამოფინეს საკლასო ოთახებში თავიანთი ნამუშევრები.

„ისინი, ასევე გაეცნენ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ „გუგლის“ გაზიარებულ საგანმანათლებლო თამაშს, რომელიც ფუტკრის მნიშვნელობას და დედამიწაზე მცენარეების გამრავლებაში მის როლს შეეხებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღემ ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203