„ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებიან პატარები საზოგადოების საინტერესო, სასურველ წევრებად“-ფოთის N7 სკოლის მე-6 კლასელთა საგანმანათლებლო ღონისძიება
24-04-2024
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თეა ფაცურიას ინიციატივით, საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს. მათ ორი თემა გააერთინეს - ბულინგი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსწავლეებმა საკითხებზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს, რომლებიც სასკოლო სივრცეში განთავსდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოაწყვეს სტენდი, სადაც ჯანსაღი საკვები - ბოსტნეული და ხილი იყო მოთავსებული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე საყურადღებო ამ ღონისძიებაში მშობელთა მონაწილის რანგში ჩართულობა და ხელოვნების მასწავლებლის - ილონა გობეჩიას კოლეგიალობა იყო, რომლის დამსახურებაცაა ღონისძიების სივრცის ეფექტურობა.

„ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებიან პატარები საზოგადოების საინტერესო და სასურველ წევრებად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203