„აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“ ​ - ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული პროექტი და შემეცნებითი კვირეული
24-04-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან. ამის დასტურიცაა ღონისძიებები, რომლებიც 9 აპრილს ეძღვნებოდა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, რადგან იგი აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საუკეთესო საშუალებაა.

სწორედ ამ მიზნით, საგან სამოქალაქო განათლებასა და ისტორიაში, ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“. 

კვირეული შემაჯამებელი შეხვედრით დაგვირგვინდა, მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოძიებული ფოტო და ვიდეომასალა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პედაგოგებს: ციცინო გაბუნიას და ნინო ჯოჯუას, მათ წარმატებას უსურვებენ თავიანთ მოსწავლეებთან ერთად. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203