საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით აქტივობებში ენთუზიაზმით ჩაერთნენ
23-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

სკოლის ტერიტორიის დასუფთავებასა და ნარგავების გარშემო ნიადაგის დამუშავებაში მონაწილეობდნენ II, VI, VII და IX კლასების მოსწავლეები. აქტივობას პედაგოგი თამარ თეთრაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე ემსახურება იმის შეხსენებას, თუ რამდენად ლამაზი და ბრწყინვალეა ჩვენი პლანეტა. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203