„დაბინძურებული გარემო საფრთხეა - გაუფრთხილდეთ დედამიწას!” - ნაბახტევის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა დაასუფთავეს
23-04-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

ამ დღეს სკოლის დაწყებითი და მე-7 კლასის მოსწავლეები დევიზით - „დაბინძურებული გარემო საფრთხეა-გაუფრთხილდეთ დედამიწას!” შეუერთდნენ.

ბავშვებმა, მე-7 კლასის პედაგოგ მაია რიჟამაძისა და მე-4 კლასის მასწავლებელ ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო დაასუფთავეს. 

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება აუცილებელია.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203