ქუთაისის N38 სკოლის მე-5 კლასში დედამიწის დღეს ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
23-04-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამჯერად, VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს რამდენიმე ნერგი შემატეს და ამით ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ზრუნვა ბუნებაზე. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგები: მარიამ რობაქიძე და ფიქრია სილაგაძე ხელმძღვანელობდნენ.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203