დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ახალშენის N2 საჯარო სკოლაში
23-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.

სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ მიულოცეს ერთმანეთს დედამიწის დღე, ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის როლი გარემოს დაცვაში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოებას დედამიწაზე ზრუნვისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203