თბილისის N28 სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები
26-04-2024

ბუნებრივ გარემოს, რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება კარგად იციან თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებით ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტი და გარემოსდაცვით თემებზე ნახატები შექმნეს. 

აქტივობებში მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას დაცვა სჭირდება. 

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203