დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა და საინტერესო პრეზენტაცია ვანთის საჯარო სკოლაში
23-04-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესი აქტივობებით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბმა - „მომავალი ჩვენია“, პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“, ფარგლებში მოაწყო თემატურ მასალაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და დაასახელეს მათი გადაჭრის გზები. აღნიშნეს, როგორ იზრუნონ საკუთარ გარემოზე და როგორ შეიძლება ყოველი ჩვენგანის ჩართულობით ეკოლოგიური ზიანის შემცირება.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203