„პროფორიენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა მიერ პროფესიის არჩევა“ - საინტერესო პროექტი ბათუმის N20 საჯარო სკოლაში
23-04-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ხორციელდება სამოქალაქო განათლების კლუბის - „ბალავარი“ და თვითმმართველობის ერთობლივი საინტერესო პროექტი - „პროფორიენტაცია სკოლაში და მოსწავლეთა მიერ პროფესიის არჩევა“.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროფესიის არჩევისას დიდი როლი აკისრია ოჯახსა და სკოლას, რაც უფრო სწორად აირჩევს მოზარდი შესაფერის პროფესიას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი მომავალი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა დახმარება, სწორი პროფესიული უნარების განვითარებასა და პროფესიების სწორად არჩევაში. 

სწორედ, პროექტის ფარგლებში შედგა თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურ მუშაკთან ირმა ლომიძესთან.

შეხვედრაზე განისაზღვრა პროფორიენტაციის მიზნები, პროფესიის არჩევაზე მოქმედი ფაქტორები, კარიერის დაგეგმვის საჭირო ნაბიჯები. ასევე, გაიმართა დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს, ჯგუფებს დაურიგდათ ქეისები, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ქეისებიდან გამომდინარე ემსჯელათ პროფესიებზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203