
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა - „გამარჯობა, დედამიწა”, რომელსაც მუზეუმის მმართველი მედეა ჩარკვიანი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით გააფერადეს მზის სისტემაში შემავალი პლანეტების გამოსახულებები.
მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფილმი მზის სისტემისა და პლანეტების შესახებ.
სკოლაში აღნიშნეს, რომ პატარა აღსაზრდელების ნამუშევრები მრავალფეროვნებითა და ფერადოვნებით გამოირჩეოდა.
პროგრამის დასასრულს, პედაგოგ თეა დავითაძეს გადაეცა „აჭარის მუზეუმის“, სერტიფიკატი საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები: