ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ
22-04-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები 18 აპრილს, არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ფართო ათვისების, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიან შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები. მუზეუმის კოლექციებში დაცული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი.

მოსწავლეები ასევე მონაწილეობდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „საბავშვო არქეოლოგია“, რომელიც მათთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. პროგრამას უძღვებოდა გიდი - ანა ბარამიძე.

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203