„პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება ბათუმის N9 საჯარო სკოლაში
23-04-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, გაიმართა. 

ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის, ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, სკოლას სტუმრობდნენ, მწერალთა კავშირის წევრები: გულიკო გაბაიძე, ნაზი-კალოთელი აბაშიძე, მანანა წულუკიძე, ლეილა ლემსაძე, ვახტანგ გოგრაჭაძე და პაატა აბაშიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ხელმძღვანელის - გივი ხალვაში მხარდაჭერით, სასკოლო საზოგადოების მონდომებითა და ორგანიზატორების ძალისხმევით, ღონისძიება შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებსა და ნიჭიერ და აქტიურ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203