ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პოსტერი და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სხვა საინტერესო აქტივობები
22-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, ამ მიმართულებით კი მოწაფეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, ორჯის საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა. თემის - „ჩვენ და დედამიწა“ ფარგლებში მოსწავლეებმა დახატეს და გარემოსდაცვითი ხასიათის პოსტერები, იმსჯელეს თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე, საბოლოოდ კი დაამზადეს აბრა.

თითოეულმა მოსწავლემ აბრაზე დახატა ხელის გული, ამით კი მზაობა განაცხადა, რომ აქტიურად იზრუნებს დედამიწაზე. 

საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203