ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის - ლუკა მიქაუტიძის საერთაშორისო სპორტული წარმატება
22-04-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. მათ შორისაა ლუკა მიქაუტიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 

ახლა კი რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე 15-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 68კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორი გახდა. 

სკოლა ულოცავს მას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებში და წარმატებასაც აღწევენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203