„ასე სწავლა უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია“ - ფოთის N7 სკოლის მე-4 კლასელთა თეატრალური დასი და უმცროსკლასელებისთვის გამართული თოჯინური სპექტაკლი
22-04-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, პროექტული სწავლების ფარგლებში, პედაგოგ ლელა დანელიას მეოთხეკლასელთა დასმა უმცროსკლასელებს წარუდგინა თოჯინების თეატრალური წარმოდგენები.

მოსწავლეებმა, როლები ოსტატურად მოირგეს და საინტერესო თოჯინური სპექტაკლები გამართეს. 

„ასე სწავლა უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია“,- გვეუბნებიან ფოთის N7 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203