ნაესაკოვოს საჯარო სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა 60 ძირი ნაძვის ხე დარგეს
23-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.

ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე 60 ძირი ნაძვის ხე დაირგო. სამუშაოებში მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ და გარემო გაამწვანეს.

ნერგები სკოლას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით საჩუქარად გადაეცა, რისთვისაც სკოლის დირექცია ყველა მონაწილე პირს მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203