ბიწმენდის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ნერგები დარგეს
22-04-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა.

სკოლის ეზოში, ამ დღესთან დაკავშირებით, საგურამოს ნაკრძალის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა - ეთერ მამულაშვილმა ჩაატარა სემინარი. მან ბავშვებს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, ეზოში, დაირგო კედარის, ცაცხვის, კაკლის, დაფნის, იასამნის, პავლონიების ნერგები.

აქტივობის მეშვეობით, ბავშვებმა საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203