ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა წიწვოვანი მცენარეების გამრავლებაში წვლილი შეიტანეს
22-04-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მორიგი აქტივობა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს დაუკავშირა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მე-7 კლასის მოსწავლეები.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები წიწვოვანი მცენარეების სასარგებლო თვისებებს გაეცნენ, გადაწყვიტეს, მოეფიქრებინათ მეთოდი, რითიც ამ მცენარების გამრავლებას შეეწყობოდა ხელი.

ბავშვებმა მოაგროვეს სხვადასხვა წიწვოვანი მცენარის (ნაძვი, ფიჭვი, კედარი) გირჩები, გამოყვეს მათგან თესლი და მათ დამზადებულ კონვერტებში მოათავსეს, შემდგომ კონვერტები დაარიგეს სასკოლო საზოგადოებაში.

„წიწვოვანი მცენარეები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაბინძურებული ჰაერის გაწმედისა და ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ამ მცენარეებს მრავალი სარგებელი მოაქვთ:

წიწვოვან ტყეში ჰაერი აჟღენთილია ფეტონციდებით, ანუ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც უნარი აქვთ, გაანადგურონ ავადმყოფობების წარმომშობი მიკროორგანიზმები.

წიწვები შეიცავს С ვიტამინს – იმდენს, რამდენსაც შეიცავს შავი მოცხარი და ქაცვი და შვიდჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფიჭვის გირჩების შემადგენლობაში არსებული ტანინების ჯგუფის ნივთიერებები ინსულტების მკურნალობაში ეხმარება – ის აბრკოლებს თავის ტვინის უჯრედების სიკვდილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიწვოვანი ხეები შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს – ბიოფლავანოიდს (დიჰიდროკვერცეტინი), რომელიც:

  • აუმჯობესებს იმუნიტეტს;
  • ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
  • სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს;
  • ამცირებს სისხლძარღვთა კედლების ანთებას;
  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას;
  • აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს;
  • აუმჯობესებს მდგომარეობას ალერგიის დროს;
  • ამცირებს ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას;
  • აახალგაზრდავებს კანს;
  • აჯანსაღებს ორგანიზმს მთლიანად;
  • მეტი ხე = მეტ ჟანგბადს!

აქტივობა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203