„ჩვენ გვიყვარს დედამიწა“  - უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლოზუნგი და საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები
22-04-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა დედამიწის დღე. მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ გარშემო გაერთიანდნენ და ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

სკოლაში ასევე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203