პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი მოწოდებები და საინტერესო ინგლისურენოვანი პლაკატები
22-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას აქტიურად ასწავლიან. ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღე აღინიშნა.

ინგლისური ენის პედაგოგის - თეა თოთაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ნამუშევრები - პლაკატები, კედლის გაზეთი შექმნეს.

მათ, ამ დღის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ცოდნა წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203