ღვანკითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ორი მოთხოვნადი პროფესიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს
30-04-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ამჟამად, სკოლაში ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, რომლის მორიგი აქტივობის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ნინი ასათიანმა და მარი კუბლაშვილმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს საინფორმაციო პრეზენტაციები ორი სახელობო, მოთხოვნადი პროფესიის შესახებ.

პირველი ეს არის „მკერავი“, და მეორე -  „ვიზაჟისტი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ საქმიანობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შესაძლებლობებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების დიდ ინტერესზე ამ პროფესიების მიმართ. ასევე დამსწრეთ უამბეს ამ პროფესიების წარმომადგენელი ცნობილი ადამიანების ისტორიები, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებებს. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ პრეზენტატორებმა ადგილზე ჩაატარეს პრაქტიკული სწავლება, რომელიც ითვალისწინებდა ყოველდღიური მაკიაჟის გამოყენების წესების გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203