ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღია ცის ქვეშ სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
23-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები ღია ცის ქვეშ მოეწყო, რომელთა მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ ფანტაზიას გასაქანი მისცეს და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თავად დედამიწის დღის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჩვენს პლანეტას მოფრთხილება სჭირდება.
აქტივობებმა დიდი წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს