ვაქირის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
22-04-2024

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, რომ ადამიანის როლი და მნიშვნელობა ბუნებაზე ზემოქმედებისას მნიშვნელოვანია, გამოხატეს საკუთარი აზრი და მოისმინეს რეკომენდაციები როგორ იზრუნონ ბუნებაზე.

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და მოაწყვეს გამოფენა. მათ ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნინო ვარდიაშვილი.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203