ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები მინი-ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ
25-04-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და აქტივობაში. 

ამჯერად, სკოლის „ნორჩმა იუნკერებმა“ გამარჯვება მოიპოვეს ოზურგეთში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების მერაბ, ჯონდო და ბესარიონ ვასაძეების ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პატარა ჩემპიონების ღვაწლის დაფასება და წარმატების გაზიარება.

„დირექტორ ინგა ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით პატარა ფეხბურთელებს გადაეცა სიგელები და მედლები, მოეწყო ფოტოსესია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო, სახალისო და ნაყოფიერი იყო.

„სკოლა კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ბატონ ფრიდონს და ბატონ გიორგის გუნდის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის.

ასევე, დიდი მადლობა სკოლის ხელმძღვანელობას პატარების მხარდაჭერისათვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203