„ეს პლანეტა სამყაროს ერთ-ერთი სასწაულია“- აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებმა ფერადი კედლის გაზეთი შექმნეს და ამით ჩვენს მასაზრდოებელ დედამიწას პატივი მიაგეს. მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
„დედამიწელებო დღეს დედამიწის დღეა!
4,5 მილიარდი წლისაა ჩვენი პლანეტა. აქ ყველაფერია პალიტრისთვის... ყველაფერია სინათლისთვის... ეს პლანეტა სიცოცხლისაა.
დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე გონიერ არსებას - ადამიანს მასზე ზრუნვა და ზიანის მიყენება ერთნაირად შეუძლია.
დღეს ეს ზღვარი ალბათ ყველაზე მძაფრად შევიგრძენით. ეს პლანეტა სამყაროს ერთ-ერთი სასწაულია. დედამიწა ჩვენია, მასზე ცხოვრების ფუფუნებაც ჩვენ გვერგო და მისი მოვლაც დაგვავალა“,- სწორედ ამ გზავნილებს აჟღერებდნენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: