„დედამიწა ჩვენი სახლია“- იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოსდაცვითი აქტივობები
22-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც დედამიწის დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა გამართეს. მათ მცენარეები დარგეს, დახატეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სპორტულ-გასართობი აქტივობებით მოეწყო. „დედამიწა ჩვენი სახლია“- სწორედ ეს გზავნილი ისმოდა სკოლაში მთელი დღის განმავლობაში.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს