„დედამიწის ჩივილი“ - წაჩხურუს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
22-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლასში აქტივობა - „დედამიწის ჩივილი“ გაიმართა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა წყლის დაბინძურების ექსპერიმენტი ჩაატარეს, შემდეგ კი განწმენდის გზებსა და სირთულეებზე იმსჯელეს. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203