„გავუფრთხილდეთ და გადავარჩინოთ დედამიწა“- საინტერესო პროექტი მერჯევის საჯარო სკოლაში
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ეკატერინე დეკანოიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „გავუფრთხილდეთ და გადავარჩინოთ დედამიწა“ განახორციელეს.
აღნიშნულ პროექტში მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს, ბროშურები დაარიგეს, ეზო მოხატეს და გაალამაზეს. გარდა ამისა, ხატვის კონკურსიც გაიმართა.
მესამეკლასელებმა კი, ლია შაორშაძის ხელმძღვანელობით, პატარა თეატრალური წარმოდგენა დადგეს. ყველა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„უღრმესი მადლობა ქალბატონ ეკასა და ქალბატონ ლიას, ღონისძიების ორგანიზებისათვის და საუკეთესო და აქტიურ მოსწავლეებს, ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: