საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი გაკვეთილი
22-04-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-5ბ კლასში საქართველოს უკვდავი მგოსნის, მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღე პოეზიის გაკვეთილით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ უდიდესი მამულიშვილი დიდი სიყვარულით გაიხსენეს და მისი ლექსები წაიკითხეს. მოსწავლებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - იზოლდა ცარციძემ შეაჯამა, რომელიც ენერგიას არ იშურებს, რომ მომავალ თაობებს ძარღვიანი ქართული სიტყვის სიყვარული ჩაუნერგოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს