
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, VIIIა კლასში პედაგოგმა ხათუნა უსტიაშვილმა სადამრიგებლო საათი ჩაატარა, რომლის თემა „პოეზიის ხუთი წუთი“ იყო. მის ფარგლებში, პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად, ლექსი მხატვრულად წაიკითხა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ აქტივობაში თითოეული მოსწავლისა და კლასის დამრიგებელის ჩართულობა შთამბეჭდავი იყო. მათ ქალსა და გაზაფხულზე სხვადასხვა პოეტების ლექსები წაიკითხეს. გიორგი ბოლქვაძე კი, სასკოლო საზოგადოების წინაშე საკუთარი ლექსით წარდგა, რომელიც დედას მიუძღვნა.
სადამრიგებლო საათმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: