„იმერეთი-ეს საინტერესოა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასელთა შემეცნებითი პროექტი
22-04-2024

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასში ინგლისური ენის მასწავლებლების: ეკატერინე ორბელაძისა და სალომე კაკაურიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი „იმერეთი-ეს საინტერესოა“.     

პროექტზე მუშაობა, როგორც გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე გახლდათ. ამისათვის ძალიან დიდი შრომა გასწიეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. 13 აპრილს კი დაიგეგმა სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია იმ ლოკაციებზე, რომლებზეც ბროშურები მოამზადეს ქართულ და ინგლისურ ენაზე მოსწავლეებმა.  ვიზიტი განხორციელდა 14 ლოკაციაზე. კერძოდ:

  • გელათის მონასტერი;
  • წმინდა საბა განწმენდილის სავანე;
  • წმინდა ელია წინასწარმეტყველის სავანე;
  • სოხასტერი;
  • ბერის ციხე;
  • დავითის კონცხი;
  • მეფეთა გზა-გელათის სამონასტრო გზა;
  • მოწამეთის მონასტერი;
  • მწვანეყვავილას პანთეონი და ზაქარია ქვარიანის ეკლესია;
  • ბაგრატის ტაძარი;
  • ოქროს ჩარდახი-იმერეთის მეფეთა საზაფხულო სასახლე;
  • გეგუთის სასახლე-იმერეთის მეფეთა საზამთრო სასახლე;
  • იაზონის გამოქვაბული;
  • თეთრი ხიდი-ფრანგული კონსტრუქცია.

მოსწავლეებმა პროექტი ორ ენაზე წარადგინეს. ქართულ ენაზე იქ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ლოკაციის ისტორია, დღევანდელობა და დასაბუთებულად გაუწიეს რეკომენდაცია, თუ რატომ უნდა ესტუმრნონ კონკრეტულ ადგილს. შემდეგ კი ინგლისურად წარადგინეს პროექტი თოთხმეტივე ლოკაციიდან. ასევე ესაუბრნენ ტურისტებს იტალიიდან, ინდოეთიდან და დუბაიდან.

„პროექტის მიზანი შესრულებულია. მე-7 კლასელების შექმნილი პროდუქტები კარგი რესურსია, რომელიც გვეუბნება, რომ იმერეთი-საინტერესოა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან საინტერესო იყო

„ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისიც იციან, რომ საკვლევი და საინტერესო კვლავაც ბევრი რამეა იმერეთში, რომლის შესწავლის შესაძლებლობა მათ აუცილებლად ექნებათ მომავალში.

„წარმატებები მათ და მადლობა გაწეული შრომისათვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და განწყობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203