საგურამოს საჯარო სკოლის პედაგოგი ლია გურასაშვილი ჭადრაკის გაკვეთილებს საინტერესოდ წარმართავს და ბავშვებს სხარტ და ანალიტიკურ აზროვნებას უვითარებს
22-04-2024

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

საგნის მასწავლებელი ლია გურასაშვილი მე-2 კლასის მოსწავლეებთან ჭადრაკის გაკვეთილებს საინტერესოდ წარმართავს. ის ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებითა და მიდგომებით აყვარებს საგანს, მათ ასწავლის სხარტ, ანალიტიკურ აზროვნებას.

ბავშვებისთვის ჭადრაკის გაკვეთილები ძალიან სახალისოა. ისინი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ცდილობენ კარგად დაეუფლონ მას.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203